GE

სექტემბერში პირველკლასელები იაკობ გოგებაშვილის დედაენას მიიღებენ – მამუკა ბახტაძე

ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ ადაპტირებული ვერსიით ბრუნდება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.

“იაკობ გოგებაშვილი, როდესაც ამ წიგნს წერდა, მას ჰქონდა განზრახვა, რომ ეს წიგნი თაობიდან თაობაზე გადაცემულიყო, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა – ჩვენი ენა და ჩვენი ანბანი. შემდეგ, მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის დედაენის პრინციპებს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი. მაგრამ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედებების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის დედაენა იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა.

იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით შედგენილი დედაენის სახელმძღვანელოს მაკეტს გრიფი მიენიჭა

“მაშინდელი პატრიოტები სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ საქართველოს და ქართველი ერის გადარჩენის იდეას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა, ეს არის განათლება, და დღეს მე მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის დედაენას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევე შეიყვარებენ ქართულ დედაენას, როგორც ეს უყვარდათ წინა თაობებს და გვიყვარს ჩვენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დედაენის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტის დეპუტატებს ეკუთვნით.

ამავე თემაზე:

დედაენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

დეპუტატი: კანონპროექტი ამბობს, რომ „დედაენა“ აუცილებლად უნდა იყოს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში. მორჩა!

„გოგებაშვილის მეთოდის“ პარადოქსი

„დედაენაზე ამ გაუგებარი ინიციატივით, ხდება გოგებაშვილის სამი ძირითადი პრინციპის უგულებელყოფა, ქარის წისქვილებს ვებრძვით!“

რა ტიპის ხარვეზებს ხედავენ მშობლები პირველი კლასის „დედაენაში“ და როგორია სპეციალისტების პასუხი

მანიფესტი გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების მოთხოვნით, – იდეალური წიგნი ჩავანაცვლეთ საშინელებით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური