ყოველთვიური კინო ჩვენება ინგლისურ ენაზე
საერთაშორისო განათლების ცენტრი აწყობს ყოველთვიურ კინო ჩვენებას ინგლისურ ენაზე ცენტრის ვიზიტორებისთვის და ყველა მსურველისთვის, ვისაც საინტერესო ფილმის ნახვა სურს. ცენტრი გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და საშუალებას გაძლევთ თითონ აირჩიოთ ორი შემოთავაზებული ფილმიდან ერთ-ერთი.
შემდეგი კინო ჩვენება ჩატარდება ოთხშაბათს, 27 აპრილს 3 საათზე და ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი:
საერთაშორისო განათლების ცენტრი
(სოროსის ფონდის შენობა)
ჭოველიძის ქუჩა # 10