CIU-ს პირველი კურსის სტუდენტმა „საქართველოს ბანკის“ 100%-იანი სასწავლო სტიპენდია მოიპოვა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა, სალომე ასათიანმა, „საქართველოს ბანკის“ 100%-იანი სასწავლო სტიპენდია მოიპოვა.
„ჩემთვის განათლება მუდამ იყო, არის და იქნება პრიორიტეტი. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია. ყოველთვის ვცდილობდი მტკიცედ ვმდგარიყავი და სირთულეებს პირისპირ შევბრძოლებოდი, რადგან, ვიცი, რომ „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემთვის ღონისა და სიცოცხლის მომცემი“ (ი. ჭავჭავაძე). სწორედ ამ მოძრაობამ, დინამიკურობამ და შრომამ გამოიღო შედეგი და მე ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგი განათლების გზაზე. ამიტომ, არასდროს მოდუნდეთ, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რასაც სამყარო გთავაზობთ; წამოდექით, მაშინაც კი, როცა ეს ყველაზე რთულია – “It’s only when you stand on the precipice that you can see how far you’ve come” (ჯონ კიტინგი) და არ დაგავიწყდეთ: ყოველი წუთი უმნიშვნელოვანესია, Carpe Diem!“.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია შეიქმნა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ინიციატივა ახალგაზრდებისთვის განათლების მხარდასაჭერად. პროგრამა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ფუნქციონირებს სხვადასხვა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სტიპენდიანტები შეირჩევიან შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების გათვალისწინებით: მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA); ლიდერული უნარები; კომუნიკაციის უნარი, მოტივაცია, მიზანდასახულობა.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი