გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა
17 სექტემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური სივრცის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ცენტრი სრულად დაეთმობა რეგიონში მშვიდობის მშენებლობას, დიალოგის ხელშეწყობასა და კონფლიქტების კვლევას. ახალი სივრცე გახდება უნიკალური პლატფორმა სტუდენტების, მკვლევრების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების გაერთიანებისთვის.
უნივერსიტეტის მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ცენტრის მიზნებია:
- სამშვიდობო განათლების პოპულარიზაცია;
- ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება;
- საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგებისა და სამეცნიერო კვლევების ორგანიზება;
- საერთაშორისო დისკუსიებისა და შეხვედრების გამართვა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის პრეზენტაციაზე სტუმრებს მიესალმნენ და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს:
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ; საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა, გიორგი ძაძამიამ; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ; აკადემიკოსმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.
სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი ლია გიგაური; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი ლაშა მარგიშვილი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი; „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი; შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, ბატონი სიმონ გულედანი; გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი კონსტანტინე ბუზალაძე; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი მარლენ ნადირაძე; აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე, ბატონი გიორგი შერვაშიძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანოიბის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თანამშრომელი, ქალბატონი შორენა ახალაია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის შემდეგ საპატიო სტუმრებმა შთაბეჭდილებათა წიგნში ჩანაწერები გააკეთეს.
ღონისძიებას მუსიკალურად გორის ეთნოგრაფიული ანსამბლი „რიხი“ აფორმებდა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ლოძის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება წარადგინეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – მიმართულებები და საბუთების სია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი