GE

ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტებთან ერთად, განათლების სამინისტრომ განსაზღვრა იმ საათების რაოდენობებიც, რაც თითოეულ სასკოლო საგანს დაეთმობა 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში.

ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლებს კონკრეტული მითითებები მისცა სხვადასხვა საგნების სწავლებასთან დაკავშირებით:

საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის

სამინისტროს მითითებები (ქართულენოვანი სკოლებისთვის):

1. I კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას სკოლა თავად წყვეტს; შეთავაზების შემთხვევაში, საგანი ისწავლება I და II სემესტრების განმავლობაში 1-საათიანი დატვირთვით;

2. პირველი უცხოური ენის (ინგლისური ენა) სწავლება იწყება II კლასიდან;

3. I და II კლასებში სკოლისთვის საგანი „ჭადრაკი“ იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი;

4. V და VI კლასებში საგანში „ქართული ენა და ლიტერატურა“ ენის სწავლებას უნდა დაეთმოს ცალკე საგაკვეთილო საათი, რომლის რაოდენობას პედაგოგი განსაზღვრავს კლასის საჭიროების მიხედვით;

5. მოსწავლემ X კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პროექტი: ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ან მუსიკაში; თუ X კლასში აირჩია პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, XI კლასში (მომდევნო სასწავლო წლიდან) აირჩევს პროექტს მუსიკაში ან პირიქით;

6. X-XII კლასებში საგანში „ქართული ენა და ლიტერატურა“ ენის სწავლებას უნდა დაეთმოს ცალკე საგაკვეთილო საათი, რომლის რაოდენობას პედაგოგი განსაზღვრავს კლასის საჭიროების მიხედვით;

7. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლას შესაძლებლობა აქვს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება საბაზო საფეხურზე მოსწავლეებს შესთავაზოს არჩევითი კურსის სახით, კვირაში 1-საათიანი დატვირთვით.

საათობრივი ბადე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის

სამინისტროს მითითებები: (არაქართულენოვანი სკოლებისთვის)

1. I კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას სკოლა თავად წყვეტს; თუ სკოლა ასწავლის კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მათემატიკას ეთმობა კვირაში 4 საათი.

2. II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ერთსაათიანი კვირეული დატვირთვით იმ სკოლებისთვის არის სავალდებულო, ვისაც შესაბამისი კადრი ჰყავს.

3. I და II კლასებში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი.

4. არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე საბაზო საფეხურზე ჯამური საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 35 საათს;

5. მოსწავლემ მე-10 კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პროექტი: ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ან მუსიკაში; თუ X კლასში აირჩია პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, XI კლასში (მომდევნო სასწავლო წლიდან) აირჩევს პროექტს მუსიკაში ან პირიქით.

ასევე იხილეთ:

ასე ასწავლიან და შეაფასებენ მოსწავლეს სკოლაში – ახალი ესგ-ის „მნიშვნელოვანი“, „ფილოსოფიური“ და კოსმეტიკური ცვლილებები გასაგებ ენაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური