ალტე უნივერსიტეტმა ჩინეთის ლანჯოუს უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
ალტე უნივერსიტეტმა ჩინეთის ლანჯოუს უნივერსიტეტის (Lanzhou University) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი ჰონგ ცაო (Hong Cao) ხელმძღვანელობდა.
უნივერსიტეტის მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრას ალტე უნივერსიტეტის მხრიდან ვიცე-პრეზიდენტები – ანი ამირანაშვილი და თამარ მახარაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ბაქაქური და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი ჟან ვენგანგი (Zhang Wengang) ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა შეაჯამეს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა კონფუცის ინსტიტუტის ბაზაზე და სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით მისი გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტური და აკადემიური მობილობის ზრდას, ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით ინიციატივებს, ასევე პარტნიორობის გაღრმავებას ხელოვნური ინტელექტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მედიცინის, ფსიქოლოგიისა და ბიზნესის სფეროებში.
ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე უნივერსიტეტის მზაობა, გადაიყვანონ არსებული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე და როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, მეტი საერთაშორისო შესაძლებლობა შექმნან.
-
ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდნენ
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა „იტალიური კულტურის ინსტიტუტის“ ESC პროგრამის მოხალისეებს უმასპინძლა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
by ალტე უნივერსიტეტი