CIU-ს სამეცნიერო ჟურნალი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეცნიერო ბაზაშია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში” (International Journal of Social Sciences, IJSS https://journal.ciu.edu.ge/) ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეცნიერო ბაზაში – “Index Copernicus“ – არის ინდექსირებული. ჟურნალი წარმოდგენილია აღნიშნული სამეცნიერო ბაზის Master list-სა და World List-ში.
აღსანიშნავია, რომ “Index Copernicus-ში“ ინდექსირებით ჟურნალი იღებს გაზრდილ ხილვადობას და სანდოობას საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაში. ეს ხელს უწყობს მკვლევრებს, რომ მათი სამეცნიერო სტატიები გაიცნოს ფართო აკადემიურმა წრეებმა. ამავე დროს, ჟურნალის ინდექსირება აღნიშნულ ბაზაში არის აღიარება მასში გამოქვეყნებული სამეცნიერო პროდუქციის ხარისხის, რაც თავისთავად ზრდის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციის რეპუტაციას.
იხილეთ „საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ IJSS-ის ბმული “Index Copernicus-ში“: საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში
-
CIU-ს სტუდენტებმა ევროპის საუნივერსიტეტო თამაშების მაგიდის ჩოგბურთის ტურნირზე საქართველოს სახელით პირველი გამარჯვება მოიპოვეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს აკადემიური დელეგაცია პოლონეთში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმების ციკლის – „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ პრეზენტაცია
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი