CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
26 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტური კონფერენცია – „მომავლის დიპლომატია უკეთესი მსოფლიოსათვის: წარსულის გაკვეთილები და გამოწვევები“, რომელიც გაეროს დაარსების 80 წლისთავს მიეძღვნა.
უნივერსიტეტის მიერ 29 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ და დეკანის მოადგილემ, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ალიკა გუჩუამ. მათ ხაზი გაუსვეს მსგავსი აკადემიური პლატფორმების მნიშვნელობას მომავალი დიპლომატების პროფესიული განვითარებისთვის.
მისალმების შემდეგ მუშაობა ორ სექციად გაგრძელდა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა გლობალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარმოადგინეს. კონფერენცია დასრულდა მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიით, რომლის ფარგლებშიც თითოეულ სტუდენტს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი