მთავრობამ სასკოლო ფორმის უფასოდ გადაცემა მოსწავლეთა კიდევ ერთი კატეგორიისთვის გადაწყვიტა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი შპს საგანმანათლებლო რესურსების მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სასკოლო ფორმას უფასოდ მოსწავლეთა კიდევ ერთი კატეგორია მიიღებს.
უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირების შვილებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლებია.
სასკოლო ფორმა ასევე უფასოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;
- ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
- განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
- ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
- განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
- 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
ასევე იხილეთ:
სად შეძლებთ სასკოლო ფორმების შეძენას – რეალიზაციის პუნქტების ზუსტი მისამართები განისაზღვრა
სასკოლო ფორმები 1-14 სექტემბრის პერიოდში უნდა შეიძინოთ – ეტაპები განისაზღვრა (ფოტოები)
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები
by ARIS.GE-განათლება