GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – მიმართულებები და საბუთების სია

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას აცხადებს.

უნივერსიტეტის მიერ 19 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიღება ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
  • მოქალაქეობა (საბაზო და საშუალო საფეხური);
  • კომპიუტერული ტექნოლოგიები (დაწყებითი საფეხური).

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რამდენი ადგილი აქვს 60 კრედიტიან პროგრამებზე მასწავლებელთა მოსამზადებლად – ცნობარი

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 3 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით;
  • მისაღები გამოცდა: 2026 წლის 17 სექტემბერი, 11:00 საათი.

წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
  • ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ;
  • ცნობა საგნის კომპეტენციის დადასტურების შესახებ (პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში – საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში).

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური