„სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტების შესახებ ინფორმაცია საჯარო მომავალი კვირიდან გახდება“ – განათლების მინისტრი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში იქნება გახსნილი, სულ მცირე, ერთი სარეალიზაციო პუნქტი, სადაც სასკოლო ფორმების შეძენა ფიზიკურად ყველას შეეძლება. მინისტრის განმარტებით, თავად პუნქტების შესახებ ინფორმაცია მომავალი კვირიდან გასაჯაროვდება.
გივი მიქანაძის თქმით, გარდა ამისა, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მშობელი ფორმის გამოწერას შეძლებს:
„ინფორმაცია სარეალიზაციო პუნქტების შესახებ მომავალი კვირიდან საზოგადოებისთვის საჯარო გახდება იმისთვის, რომ იცოდნენ, თუ სად უნდა მოხდეს 1-ელი სექტემბრიდან ფორმების ფიზიკურად შეძენა. ამავდროულად, მომავალი კვირიდან უკვე ჩაეშვება ონლაინ პლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ ონლაინ გამოიწეროს ნებისმიერმა მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა და ადგილზე მიუტანონ. აქვე გეტყვით, რომ საცალო ვაჭრობის გადახდისას თუ ონლაინ შეძენისას, სხვადასხვა ბანკების მიერ მოქმედებს საშეღავათო „ქეშბექ“ პოლიტიკა, რომლზეც ინფორმაცია ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული“.
მისივე თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარული კომპანიის დასკვნით, სასკოლო ფორმა, რომელიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის იკერება, „ჯანმრთელობისთვის უვნებელია“.
„პიჯაკების, არ აქვს მნიშვნელობა გოგონასი იქნება თუ ბიჭის, საცალო ფასი არის 45 ლარი, ხოლო შარვლის – ბიჭის და თუ გოგოსი, ასევე ქვედაკაბის, სარეალიზაციო ფასი თითოეულის არის 25 ლარი… ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთი მიზანმიმართული ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმისთვის, რომ საზოგადოება მაქსიმალურად შეიყვანონ შეცდომაში – თითქოსდა, სამინისტრო აპირებს ამ ფორმების მაღალ ფასში რეალიზებას, რაც სრული აბსურდი და ტყუილია. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმების ხარისხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარული კომპანიის დასკვნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ფორმა ჯანმრთელობისთვის უვნებელია და შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი სპეკულაციური მოწოდება იმის შესახებ, რომ თითქოს ეს ვნებს ბავშვებს, არის სიცრუე და მიზანმიმართული კამპანიის და მშობლების შეცდომაში შეყვანის კონკრეტული მცდელობა“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.
ასევე იხილეთ:
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის გადაცემისა და გაყიდვის წესი დამტკიცდა – დეტალები
სასკოლო ფორმები 1-14 სექტემბრის პერიოდში უნდა შეიძინოთ – ეტაპები განისაზღვრა (ფოტოები)
„ამ ცნობის საფუძველზე მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან“ – ახალი დეტალები ვიდეომიმართვაში
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება
-
შეცვლის თუ არა მოსწავლეების შედეგებს მათემატიკის ახალი სახელმძღვანელოები – სპეციალისტის მიგნებები
by ARIS.GE-განათლება
-
როგორი უნდა იყოს განათლების სამინისტროს ხედვით პასუხისმგებლიანი და ეთიკური მასწავლებელი – მოთხოვნები გაიწერა
by ARIS.GE-განათლება