BTU-მ ევროკავშირის მხარდაჭერით AI-ისა და მომავლის ტექნოლოგიური უნარების შესახებ მასშტაბური კვლევა წარადგინა
AI-სა და მომავლის ტექნოლოგიური უნარების შესახებ მასშტაბური კვლევა აღწერს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ციფრულ და ტექნოლოგიურ კომპეტენციებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკას, Industry 4.0-ისთვის მზაობასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. კვლევა საქართველოს, სომხეთისა და ყირგიზეთის პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით ჩატარდა და ის ევროკავშირის თანადაფინანსებით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ხელმძღვანელობით მიმდინარე Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის – DIGITECH ფარგლებში განხორციელდა. მასში მონაწილეობდნენ სტუდენტები, პროფესორები, დამსაქმებელი კომპანიები და 10 სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი.
კვლევამ გამოავლინა, რა უნარებზე იზრდება მოთხოვნა თანამედროვე შრომის ბაზარზე – მათ შორის AI-ის კრიტიკული და პასუხისმგებლიანი გამოყენება, პრაქტიკული ციფრული უნარები, Git და SQL და Industry 4.0-ის ტექნოლოგიებთან მუშაობის კომპეტენციები. კვლევის შედეგად მიღებული ანგარიში საფუძვლად დაედება პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამების განახლებას, მიზნობრივი ტრენინგების შემუშავებასა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას.
DIGITECH-ის ფარგლებში, ევროკავშირის თანადაფინანსებით, 2026 წლის შემოდგომაზე BTU-ში Digital Twins-ის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიაც გაიხსნება, სადაც სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, მკვლევრები და გარე ბენეფიციარები პრაქტიკულად იმუშავებენ სიმულაციების, ავტომატიზაციის, Industry 4.0-ის და ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელებსა და ტექნოლოგიებზე.
რეკლამის უფლებით
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში – Skillwill-ში, ბათუმში, Front-end პროგრამირებაზე მიღება დაიწყო
by მასმედია
-
„ციფრული სრულწლოვანება“ – საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობას უკრძალავს
by მასმედია