CIU-ს სტუდენტთა ნაშრომები დეპოლის უნივერსიტეტის გამოცემაში გამოქვეყნდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი სტატიები დეპოლის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, ილინოისის შტატი, აშშ) პროექტის – Global Learning Experience – ნაშრომთა კრებულში გამოქვეყნდა.
CIU-ს მიერ დღეს, 1-ელ სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოცემაში წარმოდგენილი ნაშრომთა ავტორები არიან: მაგდა ეკალაძე, ნათია გახარია, მეა ჯაკობია, ლილე სვანაძე, თამარ ოყუჯავა და ანასტასია კონცელიძე.
Global Learning Experience-ის პროექტის მოწვეული პროფესორია CIU-ს მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელი ზაზა ცოტნიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ Global Learning Experience-ის პროგრამაში საქართველოდან მხოლოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იღებდა მონაწილეობას, შერჩეულმა სტუდენტებმა კი ამერიკულ უნივერსიტეტში ლექცია-სემინარები ერთი თვის განმავლობაში გაიარეს
-
CIU-ში, საგანმანათლებლო კვირეულის – „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, ვორკშოპი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში, კვირეულის – „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“ გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი