CIU-ში, „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში, მეორე საჯარო ლექცია გაიმართა
14 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში, მეორე საჯარო ლექცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 17 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიებას, თემით „საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია“, საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი კახი ქენქაძე უძღვებოდა.
ლექციის ფარგლებში სპიკერმა დიპლომატიის ისტორია, გამოჩენილი დიპლომატების საქმიანობა, საერთაშორისო ურთიერთობებში დიპლომატიის როლი, ქართული დიპლომატიის გამოწვევები და დიპლომატიური საქმიანობის თანამედროვე მეთოდები მიმოიხილა. შეხვედრის ბოლოს მან დამსწრე აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ლექციის დაწყებამდე სტუმარსა და მონაწილეებს მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე და დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა, რომლებმაც ხაზი კვირეულის თემატიკის მნიშვნელობას გაუსვეს.
ცნობისთვის, ქართული დიპლომატიის პროფესიული დღის დაწესება ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს (3 ნოემბერი) უკავშირდება.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი