GE

ცნობილია რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 19 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:

ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;
მათემატიკა – 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია – 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
გეოგრაფია – 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ფიზიკა – 700-მდე აბიტურიენტმა;
ლიტერატურა – 1 300-მდე აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება – 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ 2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდა, თუმცა აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეტანათ ცვლილებები ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალში ან შეეცვალათ გამოცდის ენა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 45 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.

“ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღემდე შეეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება”, – ვკითხულობთ გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

ასევე იხილეთ:

„ქართულის თემაში ბევრი პარალელი სახიფათოა“, – როგორ დავწეროთ კარგი თემა მისაღებ გამოცდაზე

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური