ალტე უნივერსიტეტმა University of New England-ის პროფესორსა და ბიზნესკონსულტანტს უმასპინძლა
ალტე უნივერსიტეტმა University of New England-ის პროფესორსა და ბიზნესკონსულტანტს, გაბრიელ დონლივის უმასპინძლა – პროფესორი დონლივი, რომელიც 7 წიგნისა და 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია, University of Macau-სა და University of Western Sydney-ის წამყვან ფაკულტეტებს ხელმძღვანელობდა.
უნივერსიტეტის მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მან თემაზე – „ანგარიშვალდებულება“ (Accountability), სემინარი ჩაატარა.
შეხვედრაზე პროფესორმა განიხილა ანგარიშვალდებულების როლი დემოკრატიულ ინსტიტუტებში, სასამართლო სისტემასა და ორგანიზაციებში. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა სისტემურ ჩავარდნებზე და ისეთ საპირისპირო ფენომენებზე, როგორიცაა იმუნიტეტი, დაუსჯელობა და პრივილეგიები.
შეხვედრას ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.
-
ალტე უნივერსიტეტში SDG მდგრადი განვითარების ოლიმპიადა 2026-ის ნახევარფინალი გაიმართა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა იწყება – პროგრამები და ფასები
by ალტე უნივერსიტეტი
-
“Gelbakhiani Legal Services” (GLS) ალტე უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა
by ალტე უნივერსიტეტი