SANGU-ში გაიმართება სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში
16 ივნისს, 12:00 საათზე, SANGU-ში, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით, ციფრულ ჰუმანიტარიაში სამეცნიერო სემინარი გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სემინარის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ სამეცნიერო ესეებს, რომლებიც ციფრული ჰუმანიტარიის აქტუალურ საკითხებს, ციფრულ რესურსებსა და ჰუმანიტარულ კვლევებში მათი გამოყენების შესაძლებლობებს ეძღვნება.
ღონისძიება წარმოადგენს სტუდენტთა კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობის მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც განხილული იქნება ციფრული ტექნოლოგიების როლი თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი