აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსი „ევროპის უნივერსიტეტში“ გაიმართა
10 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის დაფინანსების მოპოვების მიზნით, აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსი, თემაზე „ერთიანი ჯანმრთელობა – ვეტერინარია, ფსიქოლოგია, მედიცინა, სტომატოლოგია“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 12 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსის მონაწილეებს „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაურა პაპასქუამ სიტყვით მიმართეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
კონკურსი აბიტურიენტებში ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მომავალ პროფესიაში მისი მნიშვნელობის დანახვას ემსახურებოდა.
ესეების კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს.
გამარჯვებულები „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის ერთწლიან დაფინანსებას დაკავებული ადგილის შესაბამისად მიიღებენ:
- I ადგილი – 100%
- II ადგილი – 70%
- III ადგილი – 50%
პირველადი შედეგების გამოცხადების თარიღი 16 ივნისია, გასაჩივრების ბოლო ვადა – 17 ივნისი, ხოლო საბოლოო შედეგები არა უგვიანეს 19 ივნისისა გამოცხადდება.
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ ბათუმში გამართულ ფესტივალში – „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“ მონაწილეობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები AMSE-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა AMEE-ის კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
by ევროპის უნივერსიტეტი