GE

როდის გამოქვეყნდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი – NAEC-ის პასუხი

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უკვე განაცხადა, გამოცდები ივლისის თვეში უნდა დაიწყოს.

EDU.ARIS.GE-ს გამოცდების ცენტრში აბიტურიენტებისთვის აქტუალურ კითხვაზე, როდის იქნება ცნობილი გამოცდების დეტალური განრიგი საგნების მიხედვით, დღეს, 11 ივნისს უპასუხეს: “განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება”.

გასულ წელს მისაღები გამოცდების განრიგი 11 ივნისს გამოქვეყნდა, თუმცა EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, დღეს არ უნდა გამოქვეყნდეს.

ცნობისთვის, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრაცია კი 29 000-ზე მეტმა პირმა გაიარა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით, ასე გამოიყურება:

– ისტორია აირჩია – 19 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– მათემატიკა აირჩია – 15 400-ზე აბიტურიენტმა;
– ბიოლოგია აირჩია – 4 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– ქიმია აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– სამოქალაქო განათლება აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– გეოგრაფია აირჩია – 2 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– ლიტერატურა აირჩია – 1 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
– ფიზიკა აირჩია – 1 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
–  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება აირჩია – 280-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

“მონაცემები აჩვენებს, რომ აბიტურიენტების ინტერესები მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ, ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს. განსაკუთრებული მოთხოვნა ისტორიისა და მათემატიკის მიმართ წინა წლის მსგავსად კვლავ შენარჩუნებულია.
არჩევითი საგნების სტატისტიკა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა აბიტურიენტთა ინტერესების, პროფესიული პრიორიტეტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოთხოვნის შესახებ”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური