ცნობილია რომელი სკოლა რა თანხას მიიღებს ერთ მოსწავლეზე კლასების მიხედვით – დადგენილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა
1-ელი ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც სკოლებისთვის ერთ მოსწავლეზე გამოყოფილი ვაუჩერის ოდენობას განსაზღვრავს.
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს მრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
დადგენილებაში შესულია ცვლილებები სხვადასხვა მუხლში და ასევე დამატებულია კონკრეტული პუნქტებიც.
ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:
პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.25-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.05-ით;
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.15-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.90-ით;
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 0.85-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.40-ით;
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 0.80-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.30-ით;
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.70-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.10-ით;
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.65-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.00-ით;
საჯარო სკოლის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.35-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.25-ით;
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.25-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.10-ით;
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 0.95-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.60-ით;
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 0.90-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.50-ით;
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.80-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.30-ით;
საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.75-ით;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.20-ით.
ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:
ა) საჯარო სკოლებისათვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:
ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 375 ლარით;
ა.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 615 ლარით;
ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 345 ლარით;
ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 570 ლარით;
ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 255 ლარით;
ა.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;
ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 240 ლარით;
ა.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 390 ლარით;
ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 210 ლარით;
ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 330 ლარით;
ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 195 ლარით;
ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 300 ლარით;
ბ) საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:
ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 405 ლარით;
ბ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 675 ლარით;
ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 375 ლარით;
ბ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 630 ლარით;
ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარით;
ბ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით;
ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 270 ლარით;
ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 450 ლარით;
ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 240 ლარით;
ბ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 390 ლარით;
ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 225 ლარით;
ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 360 ლარით.“.
დამატებული მუხლები და გაზრდილი ვაუჩერის სხვა განაწილება სკოლების მიხედვით, იხილეთ ირაკლი კობახიძის ბრძანებაში.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება