GE

ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის ჩატარების განრიგი, მაქსიმალური ქულები და ტესტირების ხანგრძლივობა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 4 მარტს, 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის ჩატარების განრიგის, მაქსიმალური ქულებსა და ტესტირების ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

2024-2025  სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 9 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება. ტესტირება ჩატარდება სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ელიზბარ მინდელის ქ. №9). დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება მოსაწვევზე, რომელსაც მონაწილეებს სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის. 

მესამე ტური – მაქსიმალური ქულები მესამე ტურში თითოეული საგნის შესაბამისად

ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო

მესამე ტურის ჩატარების განრიგი 

2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მოსაწვევის ამობეჭდვა შესაძლებელი იქნება 4 მარტის 10:30 საათიდან ვებგვერდზე online.naec.ge 

დასკვნით ტურში გადასული მოსწავლის მოსაწვევის ამობეჭდვა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.

მოსაწვევზე მითითებულია დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის შესახებ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს ყურადღებით გაეცნოს მოსაწვევზე მითითებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.  

საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები დიპლომებით, სიგელებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. ასევე, გამარჯვებული მოსწავლეები გახდებიან საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ოლიმპიადებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური