მე-11 კლასის მოსწავლეები 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან – NAEC-ის განმარტება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 4 მარტს, ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა ზაფხულის გამოცდების რეგისტრაციის დაწყებისთვის მიძღვნილ ბრიფინგზე გააჟღერა.
როგორც ნინო წერეთელი განმარტავს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განიხილავს მომდევნო წელს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას.
“გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან”, – განაცხადა ნინო წერეთელმა.
2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება – პროცედურა და ვადები
2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება – ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა დღეს ბრიფინგი გამართა.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება