აწსუ-ში აბიტურიენტებისა და მეთერთმეტეკლასელებისათვის მათემატიკის კონკურსი ჩატარდება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისა და მეთერთმეტეკლასელებისათვის მათემატიკის კონკურსი ჩატარდება.
კონკურსის ორგანიზატორი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და მათემატიკის დეპარტამენტია.
მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე 14 მარტის ჩათვლით.
მონაწილეობა უფასოა. შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან გამარჯვებულები. პირველ ოცეულში მოხვედრილ კონკურსანტებს გადაეცემა სერტიფიკატები.
აბიტურიენტები, რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხებიან აწსუ-ს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამაზე, ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში გადალახული ექნებათ 30%-იანი ბარიერი და აღნიშნული კონკურსის რანჟირებული სიის მიხედვით აღმოჩნდებიან I-III ადგილზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ ფულად წახალისებას შესაბამისად 200, 150 და 100 ლარის ოდენობით.
კონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ წინსვლას.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მისამართზე: ქ. ქუთაისი,
თამარ მეფის ქ. № 59, აწსუ-ს მათემატიკის დეპარტამენტი, ტელ: 595556090.
-
აწსუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ივანე ჯავახიშვილი – 150“ – საიუბილეო ღონისძიებები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით საგაზაფხულო ღონისძიებების კვირეული „გაზაფხული შემოსულა“ ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი