გორის უნივერსიტეტში დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

2025 წლის 28 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული და ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს კონფერენციის მონაწილეებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 42 ავტორის/თანაავტორის მოხსენება.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და ინსტიტუციებიდან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლის და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი, ისტორიის ინსტიტუტი, უახლესი ისტორიის ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.
-
სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ვატიკანში იმყოფებოდნენ by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი