უნივერსიტეტებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა – ჩარიცხულთა და კურსდამთავრებულთა მაჩვენებლები 2024-2025
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დღეს, 28 თებერვალს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2024/2025 სასწავლო წლის მაჩვენებლებს აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, გაზრდილია როგორც სტუდენტთა რიცხოვნობა, ასევე კურსდამთავრებულთა რაოდენობაც, მინიმალურად შემცირდა სტუდენტთა მიღების მაჩვენებელი.
უნივერსიტეტების რაოდენობა
2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64 პროცენტი ქალაქ თბილისშია.
მიღების მაჩვენებლები
2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებმა მიიღეს 54.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 30.5
ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 23.7 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით, შემცირდა 0.2 პროცენტით.
სტუდენტთა რიცხოვნობა
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 57.7 პროცენტი, ხოლო კერძოში – 42.3 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.8 პროცენტი ქალია, ხოლო 47.2 პროცენტი – კაცი.
კურსდამთავრებულთა მონაცემები
2024 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 29.6 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 60.2 პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.8 პროცენტი – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 28.0 პროცენტით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.
როგორი იყო ზემოაღნიშნული მაჩვენებლები წლების მიხედვით, იხილეთ გრაფიკები
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო შრომის ბაზრის ანალიზის დოკუმენტს აქვეყნებს
by ARIS.GE-განათლება