დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად მომავლის პროფესიას, გახდი კიბერუსაფრთხოების მაგისტრი SANGU-ში!
ციფრული სამყარო დღითიდღე უფრო რთული და დაუცველი ხდება. სწორედ ამიტომ იზრდება მოთხოვნა იმ პროფესიონალებზე, ვინც იცავს მონაცემებს, ორგანიზაციებს და სახელმწიფოებს კიბერშეტევებისგან.
SANGU-ს და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამაზე ცხადდება რეგისტრაცია.
რატომ უნდა აირჩიო ეს პროგრამა?
– კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი – ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.
– NKU-ს კიბერუსაფრთხოების სკოლა აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ.
– სწავლის პერიოდში სტუდენტები ორი კვირით გაემგზავრებიან ამერიკაში, NKU-ს კამპუსში მოისმენენ ლექციებს და გაივლიან პრაქტიკებს დარგის წამყვან კომპანიებში. ამერიკელი პროფესორები ეწვევიან სანგუს და ჩაატარებენ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს.
– კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისგან.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა – 30 დეკემბერი.
სრული ინფორმაცია პროგრამის შესახებ
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია:
-
SANGU მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტურ ადგილებზე ინფორმაციას აქვეყნებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს საბაკალავრო პროგრამები და ფინანსური შეღავათები სტუდენტებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-სა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი