2027 წლის აბიტურიენტების გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე SANGU მიღებას აცხადებს
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი 2026-2027 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე მიღებას აცხადებს.
უნივერსიტეტის მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კურსები მოიცავს 9 სასწავლო საგანს:
- ქართული ენა და ლიტერატურა
- უცხოური ენა
- მათემატიკა
- ისტორია
- ფიზიკა
- ქიმია
- ბიოლოგია
- გეოგრაფია
- ზოგადი უნარები
აირჩიე მომზადება ერთ ან რამდენიმე საგანში და წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში მიიღე 20%-იანი შეღავათი სემესტრულ საფასურზე. შეღავათი ნარჩუნდება მომდევნო სემესტრებშიც 81+ ქულიანი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში.
რას გთავაზობთ SANGU?
- სწავლების მაღალი სტანდარტს;
- კვირაში 2 შეხვედრას (2-საათიანი) თითოეულ საგანში;
- მცირე ჯგუფებს: 4–7 აბიტურიენტი;
- 30-კვირიან ინტენსიური სასწავლო პროგრამას;
- რეგულარულ ტესტირებებს და შედეგების დეტალურ ანალიზს;
- შემოქმედებით და პროდუქტიულ გარემოს გამოცდებზე წარმატებისთვის.
ღირებულება:
1 საგანი – 900 ლარი;
2 საგანი – 800 ლარი (თითოეული);
3 ან მეტი საგანი – 700 ლარი (თითოეული).
თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
დარეგისტრირებას 2026 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებთ.
რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს
-
SANGU მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტურ ადგილებზე ინფორმაციას აქვეყნებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს საბაკალავრო პროგრამები და ფინანსური შეღავათები სტუდენტებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-სა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი