დამტკიცდა დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა და სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმოწერით დამტკიცდა უმცროსი ექიმის დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესისა და პირობების, აგრეთვე დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა.
რომელი სპეციალობებია სამედიცინო მიმართულებაში დეფიციტური – დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა
- სპეციალობა – ფსიქიატრია;
- რადიაციული ონკოლოგია;
- ბავშვთა გასტროენტეროლოგია;
- პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია;
- ბირთვული მედიცინა;
- კარდიოქირურგია;
- ნეიროქირურგია;
- ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია;
- ნეფროლოგია;
- გადაუდებელი მედიცინა;
- ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა;
- ბავშვთა ინფექციური სნეულებები;
- ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია;
- ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია;
- პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია;
- ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია;
- რევმატოლოგია;
- სასამართლო მედიცინა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში განმარტებულია, რომ “უმცროს ექიმს 2026 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომ – საბჭო) გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება არაუმეტეს ერთ დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს”:
ასევე იხილეთ:
რომელ პროფესიებშია მნიშვნელოვანი ან აუცილებელი მაგისტრატურის საფეხურის გავლა?! – ლექტორის ხედვა
-
სკოლის მანდატურის სამსახური ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ეძებს – კონკურსის პირობები და ხელფასი
by ინფოLIFE
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE
-
ამ შემთხვევაში წვევამდელი 1000 ლარით დაჯარიმდება – ცვლილება „თავდაცვის კოდექსში“ შედის
by ინფოLIFE