„დაუშვებელია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში ასეთი ინფორმაციის შეტანა“ – რა მუხლი დაემატა კანონს უმაღლესი განათლების შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, მის თანახმად დადგენილი მოთხოვნების დაცვა კანონის ამოქმედების შემდეგ მოეთხოვებათ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც და ცვლილებები შედის შესაბამის კანონებშიც.
მათ შორის არის საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“, რომელსაც დაემატა შემდეგი შინააარსის მუხლი:
„დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლის მიერ ამ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში ან/და ამავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
„ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს ხელი არ მოაწერა, რასაც ხელისუფლებამ “არათანმიმდევრულობა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი” უწოდა.
ამავე თემაზე:
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება