„დღეს ბოლო გამოცდა ისტორიაში უნდა მეწერა“ – გორის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტმა 1 წუთი დაიგვიანა
დღეს, 11 ივლისს, ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდის ბოლო სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 7%-მდე არ გამოცხადდა. იყო დაგვიანების 4 შემთხვევა. ერთი აბიტურიენტის დაგვიანებას EDU.ARIS.GE გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შეესწრო. ტესტირებაზე ვერ დაუშვეს აბიტურიენტი, რომელმაც ერთი წუთით დაიგვიანა.
როგორც გამოსაცდელმა თქვა, მიზეზი სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტის შეფერხება გახდა. ბიჭის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრთან ზუსტად 09:01 წუთზე მივიდა.
“ერთი წუთი დამაგვიანდა. დღეს ბოლო გამოცდა ისტორიაში უნდა მეწერა. დიდი ხვეწნის მიუხედავად, არ დამიშვეს გამოცდაზე. დილით სოფლიდან წამოვედი და პირველი ავტობუსი არ მოვიდა, შემდეგ სხვა სოფელში გადავედი და იქიდან ჩამოვედი, მაგრამ ვეღარ მოვუსწარი”, – გვითხრა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯამში, ისტორიის გამოცდაზე 93%-ზე მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 14 ივლისს მათემატიკის არჩევითი საგნის გამოცდით გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
რეპეტიტორი: „ზოგადი უნარების გამოცდის აღდგენა უნდა მოითხოვოს ყველამ, სხვა მხრივ წყლის ნაყვაა ყველაფერი“
by განათლებული ბლოგი
-
„სად იყო აბიტურიენტების ისტორიის ტესტებში „ხაფანგები“ – დავალებების ანალიზი პროფესიული თვალით
by განათლებული ბლოგი
-
VII–XII კლასების მათემატიკის მასწავლებლის გამოცდის წინ საკითხავი – სპეციალისტის მითითებები გამოსაცდელებს
by ARIS.GE-განათლება