GE

ეფექტური მეთოდების სია, რომლითაც Google-ში ინფორმაციის მოძიებას წამებში შეძლებთ– ის, რაც არ ვიცით

ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ეპოქაში ვირტუალურად ინფორმაციის მოძიება ნებისმიერ თემაზეა შესაძებელი. სულ რამდენიმე წუთში გვექნება ეკრანზე უგემრიელესი პუდინგის რეცეპტი ან შევიტყობთ ყველაფერს ტალღა-ნაწილაკის დუალობის თეორიის შესახებ.

უმეტესწილად ჩვენი ინტერესი კონკრეტულ საკითხებს შეეხება და დიდი ინფორმაციიდან მისი მცირე ნაწილი გვჭირდება, რის მოძიებასაც წუთები კი არა, საათებიც შეიძლება დასჭირდეს. ამიტომაც წარმოგიდგენთ იმ ეფექტური მეთოდების ჩამონათვალს, რომლებიც Google-ის საძიებო ბაზაში, საჭირო ინფრომაციას რამდენიმე „დაკლიკვაში“ მოგაძებნინებთ.

1. ეს ან ის

ზოგჯერ არ ვართ დარწმუნებული, რამდენად სწორად გვახსოვს ესა თუ ის ინფორმაცია ან სახელი, რომლის მოძიებაც გვსურს. თუმცა ეს სულაც არაა პრობლემა. მარტივად ჩაწერეთ პოტენციური სიტყვის/ინფორმაციის რამდენიმე ვერსია და გამოყავით ისინი სწორი ხაზის სიმბოლოთი – “|” . ან სიმბოლოს ნაცვლად დაწერეთ კავშირი „or” (ან). ამ მეთოდის გამოყენებით მიღებული ძიების შედეგებიდან გაცილებით იოლად შეძლებთ ყველაზე რელევანტურის შერჩევას.

2. ძიება სინონიმებით

ინგლისური ენა სინონიმებით მდიდარია. სინონიმების მეთოდი ძალზე მოსახერხებელია, როცა რაიმე თემაზე კვლევას ვაკეთებთ და ინტერნეტით ინფორმაციას ვიძებთ. თუ თქვენ გსურთ, კონკრეტულ თემაზე, მოიძიოთ რიგი საიტები და არა ერთი საიტი, რომელიც საკვანძო ფრაზას მოიცავს, საძიებო სიტყვებს დაუმატეთ „დაახლოვების“ სიმბოლო “~”. მაგალითად, თუ თქვენი საძიებო თემაა – “Healthy Food” (“ჯანსაღი საკვები”), დაწერეთ, „healthy ~food” (“ჯანსაღი~საკვები“) და შედეგად მიიღებთ საიტების ნუსხას, რომელიც ეხება როგორც სწორად კვებას, ასევე რეცეპტებს და ადგილებს, სადაც ჯანსაღად კვებაა შესაძლებელი.

აღნიშნული სიმბოლოს დასაწერად window-ზე გამოიყენეთ კლავიატურის კომბინაცია ALT+8764 (მთარგ. შენიშვნა)

3. ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ ვებგვერდზე

ზოგჯერ გადააწყდებით ძალიან საინტერესო სტატიას საიტზე, რომლის გადაკითხვაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მოგინდებათ ან მეგობრისთვის გაზიარებას გადაწყვეტთ. კონკრეტული სტატიის ძიების ყველაზე მარტივი გზა  საიტს შიგნით ძიებაა.

ამისათვის, Google-ის საძიებო ველში ჩაწერეთ ვებგვერდის მისამართი, ტექსტიდან საკვანძო სიტყვა ან ფრაზა და საძიებო სტატია დაუყონებლივ ამოვარდება.

4. „ფიფქის ძალა“ – *

როცა ვერ იხსენებთ კონკრეტულ საკვანძო სიტყვას, ფრაზას ან რიცხვს, შეგიძლიათ „ფიფქის“ სიმბოლოს მიმათოთ ” * “. უბარლოდ გამოიყენეთ ” * ” იმ სიტყვის ან რიცხვების შემდგომ, რომელიც ზუსტად არ გახსოვთ და გუგლის სისტემიდან შეძლებთ გახვიდეთ საძიებო ინფორმაციაზე.

5. როცა ბევრი სიტყვაა გამოტოვებული

თუ ფრაზიდან ერთ სიტყვას კი არა, მათ ნახევარსაც  ვერ იხსენებთ, სცადეთ ფრაზის პირველი და ბოლო სიტყვების ჩაწერა და მათ შორის ჩაწერეთ ფუნქცია “AROUND + (ნაკლული სიტყვების სავარაუდო რაოდენობა)“. მაგალითად: ”I wandered AROUND(4) cloud.”

6. დროითი მსაზღვრელი

ხანდახან ძალიან გვჭირდება კონკრეტულ პერიოდში მომხდარი მოვლენების მოძიება. ამისათვის, საძიებო სისტემაში მოვლენას დაუმატეთ დროითი მსაზღვრელი და მათ შორის სამი წერტილი ჩასვით. მაგალითად, თუ გვსურს გავიგოთ მეცნიერული აღმოჩენების შესახებ მე-20 საუკუნეში, ვწერთ: მეცნიერული აღმოჩენები 1900…2000

7. ძიება სათაურისა და URL-ის მიხედვით

სტატიის საკვანძო სიტყვებისა და სათაურის საძიებლად დაწერეთ „intitle:“ საძიებელი სიტყვის/სათაურის წინ ყოველგვარი გამოტოვების გარეშე. ხოლო, URL-დან სიტყცების საძიებლად, გამოიყენეთ ”inurl:”.

8. მსგავსი ვებგვერდების მოძიება

თუ რომელიმე საიტი ძალიან მოგეწონათ და მსგავსი ვებგვერდებით დაინტერესდით, ჩაწერეთ “related:” და შემდგომ საიტის მისამართი. ამ შემთხვევაშიც გამოტოვების გარეშე.

9. სრული ფრაზები

ზუსტად იმ ფრაზის საპოვნელად, რაც საძიებო ველში ჩაწერეთ, ყველაზე ეფექტური მეთოდი ფრაზის ბრჭყალებში ჩასმაა. მაგალითად: თუ ძიების ველში, ბრჭყალების გარეშე ჩაწერთ ფრაზას, I’m picking up good vibrations , საძიებო სისტემა გამოიტანს შედეგებს, რომლებშიც ეს სიტყვები იქნება, თუმცა ნებისმიერი თანმიმდევრობით და არა აუცილებლად იმავე რიგითობით, როგორც ჩაწერეთ. მაგრამ თუ დაწერთ – “I’m picking up good vibrations”, მიიღებთ შედეგებს მხოლოდ ანალიგიური სიტყვათა თანმიმდევრობით. ეს მეთოდი საუკეთესო საშუალებაა სიმღერის ტექსტების მოსაძებნად, როცა მხოლოდ რამდენიმე სტროფი იცით.

10. არასასურველი საძიებო სიტყვები

ძიების შედეგად არასასურველი სიტყვებისგან თავის არიდებისათვის დაწერეთ „მინუს“ სიმბოლო. მინუსი დაწერეთ ყოველი მსგავსი სიტყვის წინ. მაგალითად, თუ გსურთ მოიძიოთ საიტი საინტერესო წიგნებზე, მაგრამ ყიდვით არ ხართ დაინტერესებული, დაწერეთ შემდეგნაირად: საინტერესო წიგნები -ყიდვა.

Google-ში ინფორმაციის მოძებნის 17 ხერხი, რომელიც მომხმარებელთა 96%-მა არ იცის

მოამზადა ანა ნემსიწვერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური