GE

ერაზმუს-მუნდუსის პროექტ „HUMERIA”-ს სამუშაო შეხვედრა კიევში

2013 წლის 30-31 ოქტომბერს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალურ უნივერსიტეტში ჩატარდა ევროკავშირის პროექტის Erasmus – Mundus HUMERIA-ს (HUManities, Education, Research, Internationalrelations, Art) პირველი სამუშაო შეხვედრა რომელშიც მონაწილეობდა ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, პროფესორი, თეა კორძაძე.

პროექტ HUMERIA-ს კოორდინატორია ტალინის უნივერსიტეტი, ხოლო თანაკოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობს უნივერსიტეტები ევროკავშირის ქვეყნებიდან ასევე უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვას, საქართველოს და სომხეთის უნივერსიტეტები.
პროექტი ითვალისწინებს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ სტიპენდიები ევროპის უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებგვერდი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური