ეროვნული სასწავლო გეგმა და სხვადასხვა საგნის სტანდარტები – განახლებული დოკუმენტები გამოქვეყნდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმოწერით, უკვე გამოქვეყნდა „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დამტკიცებულინანართი, რომელსაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, თან ერთვის 21 დოკუმენტი.
მათ შორის ცალკეა გამოყოფილი ეროვნული სასწავლო გეგმა I და II თავები:
საგნობრივი ჯგუფის მიზნები, საგნების სტანდარტები და ალტერნატიული სასწავლო გეგმები
გარდა ამისა, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულია 19 სხვა დანართი, რომელიც სხვადასხვა საგნის სტანდარტებსა და ალტერნატიულ სასწავლო გეგმას ეხება
იხილეთ თითოეული დოკუმენტი მინისტრის ბრძანებაში
განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, ეფუძნება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებს“ და უზრუნველყოფს მათ მიღწევას / რეალიზებას. ეს მიზნები ასევე შეცვალა განათლების სამინისტროს რეფორმების ჯგუფმა, თუმცა დოკუმენტი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.
განათლების მინისტრიე მიერ დამტკიცებულ და 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ ცვლილებაში ვკითხულობთ, რომ დოკუმენტებში წარმოდგენილი ცვლილებები ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ამავე თემაზე:
რა შეიცვალა ეროვნულ სასწავლო გეგმაში – ჩამონათვალს განათლების სამინისტრო აქვეყნებს
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე