GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა. იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები თავდაცვა და უსაფრთხოების, მენეჯმენტის და ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.

საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა, საბაკალავრო თემები ეხებოდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის გამოწვევები, კულტურისა და რელიგიის როლი დემოკრატიზაციის პროცესში, როგორ მოქმედებდა და მოქმედებს PR მსოფლიო სამხედრო სტრუქტურებში, ტოტალური თავდაცვის როლი პატარა ქვეყნის უსაფრთხოებაში და სხვა.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა იუნკერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამება, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა. იუნკერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საბაკალავრო ნაშრომების დაცვას მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური