კომაროვის სკოლაში ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ საბაზო და საშუალო საფეხურის ფინალი გაიმართა
კომაროვის სკოლაში ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ – საბაზო და საშუალო საფეხურის ფინალი გაიმართა.
სკოლის მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საბაზო საფეხურის კატეგორიაში მე-9.3, ხოლო საშუალო საფეხურის კატეგორიაში მე-12.5 და მე-12.7 კლასების ნაკრებმა გუნდებმა გაიმარჯვეს.
ჩემპიონატის მონაწილეებმა კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარები წარმოაჩინეს.
კომაროვის სკოლაში ტრადიციად იქცა ინტელექტულურ-შემოქმედებითი ჩემპიონატების გამართვა, რათა მოსწავლეებმა ანლიტიკური და კრიტიკული აზროვნებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ.
„ჩვენი მთავარი მიზანია, კონკურენტუნარიანი, ინოვაციურ აზროვნებაზე ორიენტირებული მოსწავლეების აღზრდა, რომლებიც მომავალ გამოწვევებს თავდაჯერებულად შეხვდებიან.
სწორედ ამის შედეგია, კომაროვის სკოლის მოსწავლეების მიღწევები, როგორც გარე სასკოლო, ასევე ეროვნული მნიშვნელობისა თუ საერთაშორისო კონკურსებზე.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის „ინტელექტ“ კლუბს ჩემპიონატის დაორგანიზებისათვის და ასევე, სკოლაში არსებული კულუბების მუშაობაში ხელშეწყობისათვის მოსწავლეთა პროექტების სამსახურს“, – აცხადებენ კომაროვის სკოლაში.
-
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური 19 იანვარს გაიმართება by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლა „ლეონარდო და ვინჩი 2025“-ის გამარჯვებულია by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა
-
კომაროვის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ by სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა