„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები და პროფესორები წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები გუშინ, 14 დეკემბერს, წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდნენ.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ბენეფიციარებს გამოკვლევები ჩაუტარეს. საჭიროებისამებრ, მათ შესაბამისი მედიკამენტებიც გადაეცათ.
ბენეფიციარების გამოკვლევებს, მედიცინის და სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა დაესწრო.
ცენტრში იმყოფებოდნენ ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა პროფილის ექიმებს დაეხმარნენ.
„ევროპის უნივერსიტეტი“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მსგავს ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.
-
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე სტუდენტებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი რუმინეთში, XIV საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდა
by ევროპის უნივერსიტეტი