ესეების კონკურსი XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის “ევროპის უნივერსიტეტისგან” – რეგისტრაცია დაიწყო
“ევროპის უნივერსიტეტი” მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების XI-XII კლასელი მოსწავლეებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე “განათლებისა და წიგნიერების როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის ჩამოყალიბების პროცესში“.
ესეების კონკურსის მიზანია მოსწავლეებში განათლების როლის პოპულარიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.
23 თებერვალს, 14:00 საათზე, კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა შექმნან ესე სპეციალურად შერჩეულ თემაზე. ესეს თეზისი მონაწილეებისთვის ოლიმპიადის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გახდება ცნობილი.
ოლიმპიადა აღმოსავლეთისა და დასავლეთის სკოლებისთვის ორ ლოკაციაზე პარალელურად ჩატარდება:
- თბილისი – „ევროპის უნივერსიტეტი“, გურამიშვილის გამზირი N76
- ქუთაისი – „ქუთაისის უნივერსიტეტი“, წერეთლის ქუჩა N13
კონკურსანტებმა ოლიმპიადის დღეს 3 საათში წერილობითად უნდა შეასრულონ მინიმუმ 250 სიტყვიანი ესე ქართულ ენაზე.
ესეები ექვემდებარება შესაბამისი პროგრამით (Turnitin) შემოწმებას და პლაგიატის დადგენის შემთხვევაში არ განიხილება. ოლიმპიადას გამოეთიშებიან ასევე პიროვნების შეურაცხმყოფელი, აგრესიული, არანორმატიული ლექსიკის შემცველი ნაშრომის ავტორები.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ ოლიმპიადისთვის სპეციალურად შერჩეული კომისია 4 მარტამდე გამოავლენს სამ საუკეთესო ნაშრომს.
მიღებული ქულების გასაჩივრება და ნაწერის გამოთხოვა მონაწილეებს შეეძლებათ შედეგების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში.
I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს “ევროპის უნივერსიტეტი“ გრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს.
შენიშვნა: თანაბარ ქულიანი ნაშრომების გამოვლენის შემთხვევაში გამარჯვებული გამოვლინდება კომისიასთან გასაუბრების შემდეგ.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე: google.com
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 თებერვალი
გისურვებთ წარმატებებს!
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
by ევროპის უნივერსიტეტი
-
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე სტუდენტებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი