გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებაზე სტუდენტებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო – ღონისძიება „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით გაიმართება
18 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებას – „ღია დებატი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, მართავს.
უნივერსიტეტის მიერ 18 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც:
- დაინტერესებული არიან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისა და ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებით;
- მაღალ დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას (მინიმუმ B2);
- სურვილი აქვთ, განავითარონ საჯარო გამოსვლის, კრიტიკული აზროვნებისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების უნარები.
აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემაზე ყოველწლიურად გამართული ღია დებატის მოდელირებას.
სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას როგორც:
- უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები;
- სამოქალაქო საზოგადოების მომხსენებლები;
- გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები;
- დებატების თავმჯდომარე და რაპორტიორები.
რას მოიცავს პროგრამა?
- წინასწარი მომზადება და ტრენინგი, რომელიც გაიმართება „ევროპის უნივერსიტეტში“ (გაეროს უშიშროების საბჭოს 10 რეზოლუცია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციები; ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების და ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგი, საჯარო გამოსვლები);
- რესურსების პაკეტის გაცნობა (ქვეყნის პროფილები, წარსული განცხადებები, გაეროს რეგულაციები);
- მენტორობა (გაეროს თანამშრომლები, აკადემიური პერსონალი)
დაჯილდოება და სერტიფიკატები.
საუკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიმდინარე წელს დაესწრონ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხისადმი მიღძვნილ საერთაშორისო ღონისძიებას.
დებატებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინოთ ელ.ფოსტაზე: info@eu.edu.ge
subject – გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 31 აგვისტოა.
განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- CV (ინგლისურად);
- სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი, ინგლისურად);
- სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე: 1 სექტემბერი;
- ტრენინგი ევროპის უნივერსიტეტში და პოზიციის წერილის წარდგენა: 11 სექტემბერი;
- დებატების დღე და შედეგების გაზიარება: 18 სექტემბერი.
მოსამზადებელ ტრენინგზე და დებატების დღესთან დაკავშირებით შერჩეული კონკურსანტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი რუმინეთში, XIV საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი