“ევროპის უნივერსიტეტი” “ერაზმუსის” კოორდინატორთა ევროპული ასოციაციის წევრი გახდა
“ევროპის უნივერსიტეტი” “ერაზმუსის კოორდინატორთა ევროპული ასოციაციის (EAEC)” წევრი გახდა. EAEC 2004 წელს დაფუძნდა და დღევანდელი მონაცემებით, 140-ზე მეტ წევრს აერთიანებს.
“ერაზმუსის კოორდინატორთა ევროპული ასოციაციის” წევრობა ხელს შეუწყობს “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტების და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროკავშირში და მის მიღმა, ასევე ბოლონიის პროცესთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის ცირკულირებას და საპროექტო განაცხადების მომზადება-წარდგენას ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ პროგრამებში.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტს“, როგორც EAEC ქსელის წევრ ინსტიტუციას შესაძლებლობა ეძლევა, მჭიდროდ ითანამშრომლოს კარიერის მართვის ევროპულ ასოციაციასთან (EACG) და ასევე, იყოს ევროპის საკოორდინაციო ოფისის (ECO) მასპინძელი რეგიონში.
-
„ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, იურისტებისა და სტუდენტებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი