GE

„ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, იურისტებისა და სტუდენტებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდება

20-30 აპრილს, „ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, შედარებითი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, ინტენსიური სერტიფიცირებული სასწავლო კურსი – „საერთაშორისო სამართლის განვითარება და თანამედროვე ტენდენციები“ გაიმართება.

„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 15 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კურსს გაუძღვება სამართლის დოქტორი და პროფესორი კიერან შანაჰანი (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ), რომელიც მონაწილეებს საერთაშორისო სამართლის განვითარების ძირითად ეტაპებსა და თანამედროვე ტენდენციებს გააცნობს.

აღნიშნული კურსი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას მსმენელთათვის, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სამართლებრივი სისტემებისა და ტრადიციების საფუძვლების, მათი ფუნქციონირებისა და პრაქტიკული თავისებურებების შესახებ.

კურსი განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე გლობალური პროცესებისა და მიმდინარე საერთაშორისო მოვლენების ფონზე.

სასწავლო პროგრამა აერთიანებს თეორიულ განხილვასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ მიიღონ სიღრმისეული თეორიული ცოდნა, არამედ მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარები განივითარონ.

კურსი განკუთვნილია იურისტებისთვის, საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სამართლის სტუდენტებისა და ყველა იმ პირისთვის, ვინც დაინტერესებულია საერთაშორისო და შედარებითი სამართლის თანამედროვე საკითხებით.

მონაწილეობის პირობები:

მონაწილეობის წინაპირობას წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B1 დონეზე).

კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი (სამზე მეტი გაცდენის შემთხვევაში სერტიფიკატი არ გაიცემა).

სერტიფიკატი გაიცემა კურსის დასრულების შემდეგ ჩატარებული ტესტირების საფუძველზე.

მონაწილეებს გადაეცემათ სასწავლო მასალები, რომლებიც უზრუნველყოფს ტესტირებისათვის სათანადო მომზადებას.

კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

რეგისტრაციის ბოლო ვადა 17 აპრილის 18:00 საათამდეა.

კურსში მონაწილეობა უფასოა.

დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური