„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 14 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმება სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ორმხრივი მობილობის ხელშეწყობას, ასევე სწავლების პროცესისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო და კვლევით აქტივობებში ერთობლივი მონაწილეობა.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევის სფეროში კოორდინირებული საქმიანობის განვითარებას, საერთო კვლევითი ინტერესების ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის აკადემიურ და სამეცნიერო კავშირებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული განათლებისა და კვლევის განვითარებას.
-
„ევროპის უნივერსიტეტი“ ბათუმში გამართულ ფესტივალში – „მეცნიერება საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის“ მონაწილეობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები AMSE-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის ხელმძღვანელმა AMEE-ის კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
by ევროპის უნივერსიტეტი