გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს გამოცდების სიმულაციას სთავაზობს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ელექტრონული ფორმატით გამოცდების ჩატარების პარალელურად ახალი პროექტი წამოიწყო, რომლის აპრობაციაც, ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, ახლა მიმდინარეობს.
„აბიტურიენტების მხარდამჭერი პროექტი“ დავიწყეთ. თუმცა შეგვეძლება მომავალში სხვა აპლიკანტებს პედაგოგებს, მაგისტრანტებსაც შევთავაზოთ ეს პროექტი. მათ ექნებათ შესაძლებლობა შეაფასონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. გაიარონ პროცესი, დაწყებული ტესტირების იმიტაციიდან, დამთავრებული გასწორების პროცედურით და შედეგებით“.
მაია მიმინოშვილი დეტალურად განმარტავს „აბიტურიენტთა მხარდამჭერი პროექტის“ პროცედურებს.
„ამჯერად აბიტურიენტი, მომავალში კი ყველა აპლიკანტი, დარეგისტრირდება ჩვენს საიტზე. ირჩევს რა ფორმით მიიღოს ბუკლეტი, ეს აბსოლუტურად უფასოა. შემდეგ თუ შეხედავს, რომ სჭირდება გამოცდების ეროვნული ცენტრის მომსახურება, ჩვენ ვუგზავნით ტესტებს. მას შეუძლია მოიწყოს სამუშაო პირობები, დაინიშნოს დრო. რასაც შეასრულებენ, ამას კონვერტში დებენ და აგზავნიან ჩვენთან და ვასწორებთ. გამსწორებლებად ისინი იმუშავებენ, ვინც გამოცდების პერიოდში აკეთებს ამას. გასწორებულ ვარიანტი, შედეგები კი მათ პირად გვერდზე გაეგზავნებათ.
მესამე შეთავაზება გახლავთ ის, რომ თუ 3 სავალდებულო და ერთ არჩევით საგანს აირჩევს აპლიკანტი, მას ავტომატურ რეჟიმში გამოუთვლიან საკონკურსო ქულას კონკრეტული ფაკულტეტისთვის. ანუ მას ეძლევა შესაძლებლობა კონკრეტული ფაკულტეტი აირჩიოს და ავტომატურ რეჟიმში ამ საკონკურსო ქულას დაუთვლიან. აბიტურიენტი ამით დაადგენს, მაგალითად, 2015 წელს რომ მიეღო მონაწილეობა გამოცდებში, მოახერხებდა თუ არა მისთვის სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრას“, – ამბობს მიმინოშვილი.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ელექტრონული დავალებები ფორმა აბიტურიენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. ნებისმიერს შეუძლია აიღოს და ივარჯიშოს, ამობეჭდოს, ან ელექტრონულად შეავსოს. ხოლო თუ დამატებითი მომსახურება უნდა, გასწორება და ა.შ; ეს, რა თქმა უნდა, ფასიანი იქნება.
“ელექტრონული ფორმატის დროს აბიტურიენტებს გაცილებით მრავალფეროვანი დავალებები მიეცემათ”
მისაღები გამოცდები 2016 ნაწილობრივ ელექტრონულად ჩატარდება – დეტალები აპრობაციის შესახებ
2016 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე – ნაეკი ელექტრონულ საგამოცდო ფორმატზე გადასვლას გეგმავს
ცისანა არის© შერგილაშვილი
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება