„თუ მისაღები გამოცდების ელექტრონულ ფორმატზე გადავალთ, ეს განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება“
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების ელექტრონულ ფორმატზე შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც თამარ სანიკიძემ Aris.ge-განათლებას განუცხადა, აღნიშნული ფორმატის დანერგვა პრობლემას არ წარმოადგენს.
,,დანერგვა ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. პირიქით, თუ გამოცდების ამ ფორმატზე გადავალთ, ეს განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, მთელი პროცესია ნამდვილად გასავლელი და ეს ძალიან კარგად იცის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება ინფორმირებულობა, როგორ მოემზადებიან, როგორ მოხდება აპრობაცია და რა შედეგს მოგვცემს აპრობაციის პროცესი. ყველა ეს პროცესი გასავლელია, სანამ რაიმეს სისტემაში დავნერგავთ. აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა გავიაროთ ყველა ის ნაბიჯი რომელიც წინ ახლავს რაიმე სიახლის შემოღებას,”- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
2016 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი სიახლე – ნაეკი ელექტრონულ საგამოცდო ფორმატზე გადასვლას გეგმავს
ეკა არის© წივწივაძე
-
„რა პროცენტით ზრდის განათლების რეფორმა ბიუჯეტს?“ – რა პასუხი აქვს ირაკლი კობახიძეს
by ARIS.GE-განათლება
-
რუკის დავალებაზე აბიტურიენტმა ეს უნდა იცოდეს – ისტორიის საგამოცდო ტესტის რომელ ნაწილზე როგორ ვიმუშაოთ (ინტერვიუ ლექტორთან)
by ARIS.GE-განათლება
-
„განათლების რეფორმის კომპლექსური განხორციელების შემდეგ, სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება“ – ირაკლი კობახიძე
by ARIS.GE-განათლება