GE

განათლების მინისტრის მოადგილის პოსტი ვაკანტური გახდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

რატომ მიიღო მინისტრის მოადგილემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება უცნობია. დამატებითი განმარტებები მას არც სოციალურ ქსელში და არც მედიასთან არ გაუკეთებია.

ლევან ხარატიშვილი განათლების სამინისტროში კულტურის მიმართულებით მუშაობდა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წელს, მას შემდეგ დაინიშნა, რაც განათლების სამინისტროს კულტურის სამინისტრო შეუერთდა. მანამდე კი 2014 -2018 წლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური