განახლდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები – დოკუმენტი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 28 ნოემბრის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში.
სხვა დანარჩენ ცვლილებებთან ერთად, გივი მიქანაძის ბრძანებით ასევე ჩანაცვლდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შესახებ მომზადებული დოკუმენტი და განახლებული დანართი გამოქვეყნდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები შემდეგ საფეხურებს მოიცავს:
1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა
1.1 პროგრამის მიზნები
1.2 პროგრამის სწავლის შედეგები
1.3 პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმი
1.4 საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი
1.5 სასწავლო კურსი/საგანი
2. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა
2.1 პროგრამაზე დაშვების წინაპირობები
2.2 პრაქტიკული, სამეცნიერო/კვლევითი/შემოქმედებითი/საშემსრულებლო და ტრანსფერული უნარების განვითარება
2.3 სწავლება-სწავლის მეთოდები
2.4 სტუდენტების შეფასება
3. სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა
3.1 სტუდენტთა საკონსულტაციო და მხარდამჭერი სერვისები
3.2 მაგისტრანტთა და დოქტორანტთა ხელმძღვანელობა
4. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა
4.1 ადამიანური რესურსი
4.2 მაგისტრანტისა და დოქტორანტის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია
4.3 აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარება
4.4 მატერიალური რესურსი
4.5. პროგრამის/ფაკულტეტის/სკოლის ბიუჯეტი და პროგრამის ფინანსური მდგრადობა
5. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები
5.1 შიდა ხარისხის შეფასება
5.2 გარე ხარისხის შეფასება
5.3 პროგრამის მონიტორინგი და პერიოდული შეფასება
იხილეთ დანართის დოკუმენტი: საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე