გასვლითი სემინარი საჯარო რეესტრში

2011 წლის 22 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსის 28 სტუდენტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გასვლითი პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდა.
სტუდენტები გაეცვნენ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს. მათ დეტალურად აუხსნეს, თუ რა პროცედურის გავლა უწევს ბიზნესის დაწყების მსურველ ნებისმიერ მოქალაქეს და რამდენად მარტივია დღეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურული რგოლის გავლა, საბუთების ჩაბარებიდან – ამონაწერის მომზადებამდე, მეწარმეთა რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა ტრანზაქციას, სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტაციის ნიმუშებს, განცხადებებსა თუ სხვა მონაცემებს.
ასეთი სახის გასვლითი სემინარები შესაბამის პირობას ქმნის, სასწავლო კურსის თეორიული სწავლების პარალელურად, სტუდენტებმა პრაქტიკულ ფორმატში გაითავისონ შესაბამისი ცოდნა და უნარები
-
გთუნი-ს სტუდენტებს გასვლითი ლექცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე ჩაუტარდათ by გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
-
გთუნი-ს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს აკრედიტაცია მიენიჭა by გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
-
გთუნი 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის რიგგარეშე მობილობას აცხადებს by გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი