გერმანული ენის კურსებზე ჩაწერა იწყება
9 სექტემბრიდან გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის კურსებზე ჩაწერა იწყება! შემოდგომის ტრიმესტრი 23 სექტემბერს აიღებს სტარტს. გერმანული ენის შესწავლის მსურველებს გოეთეს ინსტიტუტი სთავაზობს კომუნიკაციის მეთოდზე დამყარებულ გაკვეთილს, რომელიც გათვლილია ბავშვებზე, მოზარდებზე ან უფროსებზე.
აგრეთვე კურსებს დამწყებებისათვისაც, გერმანულის საშუალო დონეზე მცოდნეთათვისაც და იმათთვისაც, ვინც კარგად ან ძალიან კარგად ფლობს ენას.