გოეთეს ინსტიტუტში ინტერაქტიული გამოფენა მოეწყობა

გოეთეს ინსტიტუტი ძმები გრიმების ზღაპრების ცნობილი კრებულის გამოცემის (1812 წ.) საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში წარმოადგენს სპეციალურად შექმნილ ინტერაქტიულ გამოფენას “ზღაპრის სამყარო” (“Märchenwelten”). მინსკისა და კიევის შემდეგ გამოფენა საქართველოში მოგზაურობს.
გამოფენა განკუთვნილია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, თუმცა უფროსებისთვისაც საინტერესო სანახაობას წარმოადგენს. ის შვიდ თემატურ ნაწილს მოიცავს:
გმირი ქალები ზღაპრებში
გმირი მამაკაცი ზღაპრებში
ბოროტი პერსონაჟები
ცხოველთა სახეები
მაგია და ჯადოქრობა
საშიში ჟრუანტელი
დავალებები და გამოცდები
გამოფენაზე გაეცნობით გრიმების ბიოგრაფიას, ზღარების წარმოშობის ისტორიასა და ზღაპრის ენის სპეციფიკას. აქვე შეგიძლიათ მყუდროდ მოთავსდეთ და იკითხოთ, წეროთ, აუდიო-ზღაპრებს მოუსმინოთ და თავადაც შეთხზათ ზღაპრული ამბები.
გამოფენის გაიმართება:15.01.2015 – 05.02.2015
ორშ. – შაბ., 10:00 – 17:00 საათი
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე
ზვიად გამსახურდიას ქ. 1/5
-
ლია გიგაური გოეთეს ინსტიტუტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
თბილისის მე-15 საერთშორისო კინოფესტივალი – სექცია “დამზადებულია გერმანიაში” by გოეთეს ინსტიტუტი
-
გოეთეს ინსტიტუტში კონფერენცია გაიმართება თემაზე “ხელოვნება, მუზეუმი და ახალი სახის კონფლიქტები რეგიონში” by გოეთეს ინსტიტუტი