GRUNI-ს წარმომადგენლები ქალაქ რენში გამართულ ქართულ-ფრანგულ სასწავლო კვირეულში მონაწილეობდნენ
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი – ანა აბესაძე და ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში – გუგული თურმანიძე, 16–20 მარტს, ქალაქ რენში გამართულ ქართულ-ფრანგულ სასწავლო კვირეულში მონაწილეობდნენ.
უნივერსიტეტის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინტენსიური სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას, მობილობის განვითარების ხელშეწყობასა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.
კვირეულს მასპინძლობდა რენის უნივერსიტეტი, ხოლო ღონისძიება დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ.
ქართულ-ფრანგულმა სასწავლო კვირეულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი ქვეყნის უმაღლესი განათლების სექტორებს შორის მტკიცე პარტნიორობა და მობილობისა და გრძელვადიანი აკადემიური თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა.
-
GRUNI-ში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში მონაწილეობენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი