GE

გორის მერია სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას ტენდერის გარეშე ითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ითხოვს შპს “ბილდინგ გრუპთან” 53 000 ლარიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გასაფორმებლად.

გორის მერია სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას აპირებს. კონკრეტულად კი სველი წერტილების, კარ-ფანჯრების, შიდა სპორტული მოედნების, ჭაბურღილი, გათბობის სისტემის რეაბილიტაცია/მოწყობას.

აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 31 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო თანხა 1 მლნ 770 ათას ლარს შეადგენს. საპროექტო მომსახურების ღირებულება კი 53 000 ლარია.

კანონი, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გამარტივებულ შესყიდვას 5000 ლარამდე ღირებულების საგანზე/მომსახურებაზე გულისხმობს. სხვა შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია დაასაბუთოს, რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობა და არგუმენტებით წარმოადგინოს პოზიცია გამარტივებული შესყიდვის საჭიროების შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური